დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.ვაკეთებთ პრეზენტაციებს და ვაფასებთ ერთმანეთს.
პირველი მომხსენებელი ბორითის საჯ სკოლის პედაგოგი მაია ბარბაქაძე - "ელ ენერგიის მიღება,ელექტრო სადგურები." მოხსენება იყო საკმაოდ დამაჯერებელი
მეორე მომხსენებელი ვერტვიჭალის და ბორითის საჯ. სკოლის პედაგოგი : მაია ღარიშვილი - "ქართული სამკურნალო მცენარეები".მომხსენებელს აკლდა დამაჯერებლობა.პროექტი იყო დასახვეწი
მესამე მომხსენებელი ხუნევის საჯ. სკოლის პედაგოგი ლოლა გელაშვილი - " საქართველოს კუთხეები".მომხსენებელს აკლდა დამაჯერებლობა,ასევე იყო რამოდენიმე უზუსტობა
მეოთხე მომხსენებელი ხუნევის საჯ სკოლის პედაგოგი ეკატერინე ფანჯაკიძე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.უბისის მონასტერი". მომხსენებელი იყო თავდაჯერებული,პროექტი იყო სრულყოფილი
მეხუთე მომხსენებელი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი დოდო ლილუაშვილი-"ფართობი და საზომი ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება". მომხსენებელი არცთუ ისე თავდაჯერებულია თუმცა პროექტი საკმაოდ საჭირო,საინტერესო და გამოსადეგია.
მეექვსე მომხსენებელი ვაშლევის საჯ სკოლის პეადგოგი სოფიკო წიქარიშვილი- "მცენარეთა გამრავლება". მოხსენება იყო დამაჯერებელი,პროექტი კი საინტერესო.
მეშვიდე მომხსენებელი ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე-"დიალექტები".მომხსენებელი თავდაჯერებული და კარგად მომზადებულია.პროექტი დახვეწილია
მერვე მომხსნებელი ხუნევის საჯ სკოლის პედაგოგი ირმა მუმლაძე- "კანონი თუ ხევსიბერი?" მომხსენებელი კარგადაა მომზადებული,პროექტი საინტერესოა და ეხება აქტუალურ თემას.
მეცხრე მომხსენებელი ხევის საჯ სკოლის პედაგოგი ნატო ბლიაძე - "ადამიანის უფლებები" პროექტი საინტერესოდ იყო წარმოდგენილი
მეათე მომხსენებელი ხევის საჯ სკოლი პედაგოგი ნანი გაბუნია -"სივრცითი სხეულების მოცულობის გამოთვლა" პროექტი საინტერესო თემაზეა,და ხაზს უსვამს მათემატიკის ცოდნის აუცილებლობას.
მეტეთმეტე მომხსენებელი ვაშლევის საჯ სკოლის პედაგოგი თეა მუმლაძე-"დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები". მომხსენებელს საინტერესო თემა აქვს არჩეული.
მეთორმეტე მომხსენებელი გახლდით მე.პროექტის თემა "ინგლისური ენის როლი ტანამედროვე საზოგადოებაში".პროექტი წარვადგინე,ვფიქრობ არ ვიყავი საკმარისად თავდაჯერებული.მაგრამ პროექტი საინტერესო იქნება.
ამით დავასრულეთ ტრენინგი.ძალიან კმაყოფილი ვარ,ტრენერი იყო პროფესიონალი ხოლო ტრენინგი დზალიან საინტერესო და გამოსაყენებელი.ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ.ძალიან დიდი მადლობა ქ-ნო მანანა. :)
Wednesday, September 10, 2014
Tuesday, September 9, 2014
დღე მერვე
დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.ვისწავლეთ ონლაინ კითხვარის შედგენა და ბლოგზე გამოქვეყნება.ასევე drive-ზე ატვირთული ინფორმაციის შენახვა გამოუქვეყნებლად.შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.
Wednesday, September 3, 2014
მეექვსე დღე
დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციების ბლოგზე ჩაშენება.გავეცანით და შევაფასეთ კოლეგების პრეზენტაციები.ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ახალი page-ბლოგზე.გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა.მე გავაკეთე მოსწავლის ნიმუშისთვის პრეზენტაცია,რადგან გუშინ არ ვიყავი.გავეცანით პროექტის რუბრიკას.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.
Monday, September 1, 2014
მეოთხე დღე
დღეს პროექტის გეგმაში დავამატეთ შეფსების გეგმა.ვისწავლეთ ვიცი-მინდა-ვიცოდე და მისი გამოყენებით დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.ვისწავლეთ powerpoint-ში word-ის დოკუმენტის ჩასმა,რაც პირადად მე არ ვიცოდი.დღევანდელი დღე შედარებით შრომატევადი იყო,მაგრამ ადვილი და საინტერესო.
Subscribe to:
Posts (Atom)